გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმე

ახალი დეტალები გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეში. საქმის 22-ე ტომის მასალებით ირკვევა, რომ ინციდენტის სავარაუდო პერიმეტრზე, მაგისტრალზე, კიდევ ორი, აქამდე უცნობი ავტომობილი ფიგურირებს, თუმცა, აქვთ თუ არა მათ მომხდართან შემხებლობა, ეს ჯერჯერობით უცნობია. ასევე ცნობილი ხდება, რომ ჩხრეკით ამოღებულია ერთ-ერთი ბრალდებულის, ვახტანგ ჩიქოვანის მობილური ტელეფონი, რომელსაც პოლიცია ამ დრომდე ეძებდა.

დღეს კიდევ ერთი განცხადება გააკეთა შაქარაშვილის ბიძამ და გამოძიებისთვის ხელის შეშლაში გარკვეული მედიასაშუალებები დაადანაშაულა. პარალელურად, საქმეზე დაკავებული სრულწლოვანი პირების ადვოკატები ორშაბათს ჩანიშნულ პროცესზე გეგმავენ, რომ მათი დაცვის ქვეშ მყოფებისთვის პატიმრობის გაუქმება მოითხოვონ.

ხათუნა გაგნიძე გიამბობთ.