გიორგი რურუას სასამართლო პროცესი

გიორგი რურუას ბრალდების საქმეზე არსებითი განხილვა სასამართლოში ამ წუთებში მიმდინარეობს. პროცესზე ექსპერტ-კრიმინალისტების დაკითხვა მიმდინარეობს. ეს ის ექსპერტები არიან, რომლებმაც გიორგი რურუას ავტომობილს ექსპერტიზა ჩაუტარეს. გარდა ამისა, სხდომას ესწრება თავად გიორგი რურუაც და სხდომა დისტანციურად აღარ მიმდინარეობს. მან პროცესზე პროტესტი გამოთქვა და აღნიშნა, რომ წინა სხდომებზე დაკითხული მოწმის ჩვენებას ეჭვქვეშ აყენებს.

გიორგი რურუას ადვოკატები აცხადებენ, რომ გამოძიებას რურუას წინააღმდეგ მტკიცებულებები არ გააჩნია და მას იარაღი ჩაუდეს, რაც უკავშირდება მის ანტისამთავრობო აქციებში მონაწილეობას. გიორგი რურუა 18 ნოემბერს ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს.