გიორგი რურუას სასამართლო

გიორგი რურუას ბრალდების საქმე დაცვის მხარის მოწმეების დაკითხვით გრძელდება. დაცვის მხარე მოწმის სტატუსით ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს წარადგენს. ამ წუთებში საქალაქო სასამართლოში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ნუგზარ წიკლაურის გამოკითხვა მიმდინარეობს.

როგორც წიკლაური ამბობს, დაკავებამდე რამდენიმე საათით ადრე, ის და რურუა პარლამენტთან აქციაზე იმყოფებოდნენ და მისთვის აბსურდულია ის ბრალდება, რაც წარდგენილი აქვს რურუას – ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარება.

დღეს ასევე ადვოკატებს წარმოდგენილი ჰყავთ სხვა ოპოზიციონერი პოლიტიკოსები მათ შორის გიგი უგულავა, ელენე ხოშტარია, ზურაბ ჯაფარიძე, გოკა გაბაშვილი და ზურაბ ჭიაბერაშვილი.