გიორგი რურუას სასამართლო 

თორაძეების საქმეზე გიორგი რურუას მისამართით გაჟღერებულ ბრალდებებსა და განცხადებებს მისი ინტერესების დამცველი ჭორს უწოდებს. საუბარია ვერაზე მოკლული ძმების დის განცხადებებზე, რომელიც აშშ-ში იმყოფება.

რაც შეეხება რურუას ბრალდების საქმეს, იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა ტარებასთან დაკავშირებით, თბილისის საქალაქო სასამართლოში გამომძიებელი ვახტანგ დაბრუნდაშვილი და ექსპერტები დაიკითხებიან.