გიორგი რურუას საქმე

ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების საქმეზე მსჯავრდებული გიორგი რურუას ადვოკატებმა საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი გაასაჩივრეს. უფლებადამცველების განცხადებით, მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება მიიღო.

მათი თქმით, საქმეში არსებობდა გამამართლებელი მტკიცებულებები, რაც მოსამართლეს არ გაუთვალისწინებია. გიორგი რურუას 30 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლომ, სასჯელის სახით, ოთხი წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. გიორგი რურუა არ აღიარებს ბრალს და აცხადებს, რომ მას იარაღი ჩაუდეს.