გიორგი რურუას საქმე

გიორგი რურუას სასამართლო პროცესი. ამ წუთებში დაცვის მხარე დასკვნით სიტყვას წარმოთქვამს, რის შემდეგაც სიტყვით ისარგებლებს თავად ბრალდებული. მხარეები სხდომის დასკვნით ეტაპზე, სანამ მოსამართლე განაჩენს გამოიტანს, რეპლიკის უფლებითაც ისარგებლებენ. ჯერ უცნობია, მოესწრება თუ არა ყველა პროცედურა დღეს. რურუას ადვოკატები პოლიტიკურ დევნაზე საუბრობენ.

გიორგი რურუას პატიმრობის ვადა, მათი ინფორმაციით, 17 აგვისტოს იწურება და განაჩენიც მანამდე უნდა გამოცხადდეს. დღევანდელ სხდომას „ევროპული საქართველოსა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები ესწრებიან.

დატოვე კომენტარი