გიორგი ქემოკლიძეს ბრალს დღეს წარუდგენენ

15:17, 10.10.2025
პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორის ყოფილ მოადგილეს, გიორგი ქემოკლიძეს ამ წუთებში ადვოკატი ხვდება. დღესვე მას ბრალს ოფიციალურად წარუდგენენ. შეგახსენებთ, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორის ყოფილი მოადგილე გიორგი ქემოკლიძე გუშინ დააკავეს. უწყების თქმით, ის გიორგი ბაჩიაშვილის საქმესთან დაკავშირებით არის დაკავებული.

მსგავსი