გიორგი ქემოკლიძეს ბრალი წარუდგინეს

18:22, 10.10.2025

პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორის ყოფილ მოადგილეს, გიორგი ქემოკლიძეს ბრალი ოფიციალურად სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების მუხლით წარედგინა. მას ბრალი ადვოკატებთან ერთად, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გააცნეს. მისი უფლებადამცველების განცხადებით, ის წარდგენილ ბრალდებას არ ეთანხმება და თავს დამნაშავედ არ ცნობს. ჟურნალისტების კითხვაზე, იცნობდა თუ არა ბაჩიაშვილს, ადვოკატებმა არ ისაუბრეს.

შეგახსენებთ, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორის ყოფილი მოადგილე, გიორგი ქემოკლიძე გუშინ დააკავეს. უწყების თქმით, ის გიორგი ბაჩიაშვილის საქმესთან დაკავშირებით არის დაკავებული.

მსგავსი