ამ წუთებში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მოწინააღმდეგეთა აქციაზე პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებული გიორგი ოკმელაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. შესაძლოა, დღეს განაჩენიც გამოცხადდეს, რადგან პროცესი დასკვნით ეტაპზეა. მხარეები დასკვნით სიტყვებს წარმოთქვამენ. სავარაუდოდ, სასამართლოს სიტყვით თავად გიორგი ოკმელაშვილიც მიმართავს ის თავს დამანაშავედ არ ცნობს.
შეგახსენებთ, გიორგი ოკმელაშვილი, 2024 წლის 13 მაისს დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე გამართულ საპროტესტო აქციაზე მან შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელს, ალექსანდრე ოხანაშვილს ფიზიკური შეურაცხყოფა, სახის არეში დაზიანებები მიაყენა.