გიორგი ნემსაძის სამოქალაქო პანაშვიდი
სამების საკათედრო ტაძარში დილიდან ვეტერანი ფეხბურთელის, საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი კაპიტნისა და თბილისის „დინამოს“ ყოფილი ნახევარმცველის, გიორგი ნემსაძის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს.
ფეხბურთელის სპორტული კარიერა 80-იანი წლებიდან დაიწყო. გიორგი ნემსაძეს საქართველოს ეროვნულ ნაკრებში ჯამში 69 მატჩი აქვს ჩატარებული. 2011 წლის მარტში თბილისის „დინამოს“ სპორტულ დირექტორად დაინიშნა, მაგრამ წელიწადნახევარში კლუბი დატოვა და სამწვრთნელო საქმიანობას შეუდგა. 2017 წლიდან კი ის საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი იყო. გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა.