მსახიობ გიორგი ნაკაშიძეს 2 000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა – მას გამოძიება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას ედავებოდა. სასამართლომ დამნაშავედ ცნო პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისთვის. ხოლო გაამართლა წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებაზე. სხდომაზე მოუსმინეს მოწმეებსაც.
მსახიობი დააკავეს 3 დეკემბერს, რუსთაველის გამზირზე. მას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით გათვალისწინებული ქმედების ჩადენას ედავებოდნენ, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციის დაუმორჩილებლობას გულისხმობს.
პარალელურად, საქალაქო სასმართლოში რამდენიმე პროცესი მიმდინარეობს. განიხილება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევების საქმეები. ყველა მათგანი რუსთაველის გამზირზე სხვადასხვა დროს დაკავებული პირები არიან.