გიორგი მინდაძის სასამართლო

პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებული გიორგი მინდაძის საქმის არსებითი განხილვა გრძელდება. დღევანდელ სხდომაზე ბრალდების მხარის ნივთიერი და წერილობითი მტკიცებულებები გამოიკვლიეს. მათ შორის მინდაძის შარვალი, რომელიც სავარაუდო დანაშაულის ჩადენისას ეცვა და კუთვნილი მობილური ტელეფონი. ბრალდებული გიორგი მინდაძე თავს დამნაშავედ არ ცნობს.

შეგახსენებთ, სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტს ედავებიან, რომ 29 ნოემბერს პოლიციელს პიროტექნიკა ესროლა, რის შედეგადაც მან ფეხზე დაზიანება მიიღო.