გიორგი მინდაძის საქმე

21 წლის გიორგი მინდაძე, რომელსაც პოლიციელზე თავდასხმას ედავებიან, კვლავ პატიმრობაში რჩება. საქმის არსებით განხილვაზე მხარეებმა შესავალი სიტყვები თქვეს. 14 თებერვალს ჩაინიშნა შემდეგი სასამართლო პროცესი.

შეგახსენებთ, რომ სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტს, გიორგი მინდაძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით წარუდგინეს, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. კერძოდ, მას ედავებიან, რომ 29 ნოემბერს, პოლიციელს პიროტექნიკა ესროლა, რის შედეგადაც მან ფეხზე დაზიანება მიიღო.