გიორგი გველესიანი ფერეიდანში
მოგიყვებით საქართველოს ნაკრების ფეხბურთელზე, გიორგი გველესიანზე, რომელმაც თავისი ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი შეხვედრა ჩაატარა და ეს საფეხბურთო მატჩი არ ყოფილა. ქართველი ფეხბურთელი და „პერსეპოლისის“ ვარსკვლავი ფერეიდანში ჩავიდა, იქ სადაც ქართველები 400 წელზე მეტია, სამშობლოსგან შორს ცხოვრობენ და ახარებთ ყველაფერი, რაც მათ მიწასთან არის დაკავშირებული. ეს ამბავი მხოლოდ გიორგი გველესიანის მოგზაურობაზე არ არის – ეს სამშობლოს ისეთ სიყვარულზეა, რომელიც საზღვრებს არ ცნობს.
ამ ამბის თქვენამდე მოსატანად, გენო ოსიყმაშვილი და ვახო ლეკიაშვილი ირანში ჩავიდნენ. მათი მოგზაურობა არც სტანდარტული და, შესაბამისად, არც მარტივი ყოფილა, თუმცა სირთულეების მიუხედავად, ჩვენმა გუნდმა თქვენთვის რეპორტაჟის მომზადება მაინც მოახერხა.