20 ივნისის საქმეზე ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას პროცესი გაიმართა. დაიკითხა ორი მოწმე. ვახტანგ ბერიკაშვილმა და ომარ სეხნიაშვილმა, 20 ივნისს პარლამენტთან განვითარებული მოვლენები გაიხსენეს, თქვეს, რომ აქციაზე მიიღეს დაზიანებებიც. ვახტანგ ბერეკაშვილს გარდა იმისა, რომ საქმეში დაზარალებულის სტატუსი აქვს, მან ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოს წინააღმდეგ საქმე მოიგო.
დღევანდელ სხდომაზე ასევე გადაისინჯა გახარიას მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება. მოსამართლემ მისთვის შეფარდებული პატიმრობა კვლავ ძალაში დატოვა. მას რამდენიმე მუხლით აქვს ბრალი წარდგენილი, რაც თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს 13 წლამდე ვადით.