გიორგი გახარიას სასამართლო პროცესი
ე. წ. ჩორჩანას საქმეზე გიორგი გახარიას პროცესების არსებითი განხილვა გრძელდება. უკვე ერთ საათია, ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური იკითხება, დღეს კიდევ ერთ მოწმეს მოუსმენენ სხდომაზე. გიორგი გახარიას ე.წ. ჩორჩანას საქმეზე ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის რამდენიმე მუხლით აქვს წარდგენილი, რაც 13 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ბრალის მიხედვით, ყოფილმა პრემიერმა საოკუპაციო ხაზის გასწვრივ სოფელ ჩორჩანასთან დამატებითი საპოლიციო საგუშაგოს აღმართვის შესახებ გადაწყვეტილება ერთპიროვნულად მიიღო, რის შედეგადაც, საოკუპაციო ძალების კონტროლქვეშ აღმოჩნდა დაახლოებით ასი ჰექტარი ტყის მასივი.