გიორგი გახარია მადლობას უხდის მხარდამჭერებს და აცხადებს, რომ ჯანმრთელობის მხრივ თავს ნორმალურად გრძნობს. აღნიშნულთან დაკავშირებით, მან სოციალურ ქსელში დაწერა, სადაც ასევე აღნიშნულია, რომ მხარდაჭერა უპირველესად უკანონო პატიმრებს სჭირდებათ.
გიორგი გახარიაზე თავდასხმის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს. შემთხვევა ბათუმში მოხდა. აღნიშნულთან დაკავშირებით, გახარიას პარტიის სახელით ტვიტიც გავრცელდა, სადაც წერია: „გიორგი გახარიას, პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერს და ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ჯგუფურად დაესხნენ თავს, რაც ივანიშვილის რეჟიმის მიერ იყო ორკესტრირებული. გიორგი გახარია იმყოფებოდა ბათუმში და ესწრებოდა ჩვენი პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის უსამართლოდ დაკავებული წევრების სასამართლო პროცესს, რა დროსაც მოხდა ძალადობის ეს შემზარავი აქტი.
პარტია „საქართველოსთვის“ ითხოვს, დაუყოვნებლივ და საფუძვლიან გამოძიებას ივანიშვილის რეჟიმის მიერ მოწყობილი ძალადობრივი თავდასხმის შესახებ და მოუწოდებს ყველა პასუხისმგებელი პირის პასუხისგებაში მიცემას. ეს პოლიტიკურად მოტივირებული თავდასხმა არის ოპოზიციის დაშინებისა და განსხვავებული აზრის ჩახშობის აშკარა მცდელობა. ასეთი ქმედებები ვერასდროს გააჩუმებს ხმებს, რომლებიც იბრძვიან საქართველოს დემოკრატიული და ევროპული მომავლისთვის.“