გიორგი გახარია - ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე დაკავებები გაგრძელდება

“ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე გამოყოფილი საქმის ფარგლებში, რამდენიმე ახალი დაკავებული გვყავს და როგორც ჩანს, ეს დაკავებები გაგრძელდება”, – ეს განცხადება შინაგან საქმეთა მინისტრმა საპარლამენტო კომისიის შესახებ ჟურნალისტების მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ გააკეთა.

მისი თქმით, ის საკითხზე მას შემდეგ გააკეთებს კომენტარს, როდესაც  კომისიის წევრები მუშაობას დაასრულებენ.