გიორგი გახარია ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელს შეხვდა

შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებსა და ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელს შეხვდა. შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოში საფრანგეთის, შვედეთის, გერმანიის, შვეიცარიისა და საბერძნეთის ელჩები. შეხვედრაზე გიორგი გახარიამ ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან სამართალდაცვით სფეროში გაღრმავებულ თანამშრომლობასა და დანაშაულთან ბრძოლის კუთხით მიღწეულ პროგრესზე ისაუბრა.

ელჩებმა ხაზი გაუსვეს ევროკავშირის წევრ ქვეყნებში საქართველოს პოლიციის ატაშეების ეფექტიან მუშაობას და მზადყოფნა გამოთქვეს, რომ უვიზო მიმოსვლის წარმატებით განხორციელების მიზნით, თანამშრომლობა ევროკავშირის ქვეყნების შესაბამის უწყებებთან კიდევ უფრო გაღრმავდეს.