გიორგი დავითაძის საქმე – პროკურატურის განცხადება

21:08, 10.10.2026

საქმეზე მოპოვებული და განხილული მტკიცებულებებით უტყუარად დადასტურდა, რომ გიორგი დავითაძის მიერ გამოძიებისთვის მიწოდებული ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს. იგი არსებით წინააღმდეგობაში მოდის საქმეზე შეკრებილ უტყუარ მტკიცებულებებთან, რის გამოც, 2026 წლის ცხრა ოქტომბერს, დანაშაულის არარსებობის გამო, მოცემულ საქმეზე გამოძიება შეწყდა“, – ნათქვამია გენერალური პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში, რომელმაც რუსთავის ნომერ მეექვსე საპატიმრო დაწესებულებაში მოთავსებული მსჯავრდებულის მიმართ განხორციელებული შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიება დაასრულა.

ოფიციალური ინფორმაციით, გამოიკითხა ათეულობით მოწმე, ჩატარდა საექსპერტო კვლევები და დამუშავდა ვიდეოჩანაწერები. მსჯავრდებულის ოჯახი საგამოძიებო უწყებას უნდობლობას უცხადებს და სამართლებრივი დავის გაგრძელებას ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გეგმავს.

მსგავსი