გიორგი ჩახუნაშვილმა დროებითი მოთავსების იზოლატორი გამთენიისას დატოვა

12:10, 11.10.2025
4 ოქტომბრის აქციის საქმეზე დაკავებულმა გიორგი ჩახუნაშვილმა დროებითი მოთავსების იზოლატორი გამთენიისას დატოვა. 71 წლის ექიმი სასამართლომ 20 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. ჩახუნაშვილს პროკურატურა 4 ოქტომბრის აქციაზე „სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ჯგუფურად ხელში ჩაგდების მცდელობას“ და „ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას“ ედავებოდა. ის წარდგენილ ბრალს არ აღიარებდა.

მსგავსი