გიორგი ბარამიძის განცხადება – გამოძიება პროკურატურაში

18:15, 08.08.2026

გიორგი ბარამიძის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით აღძრულ საქმეზე გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვები გრძელდება. გამოძიება ორი – ღალატისა და საბოტაჟის მუხლით არის დაწყებული.

დღეს  უკვე გამოიკითხა ყოფილი სამხედრო დავით ღვინჯილია, ამ წუთებში პროკურატურაში გამოკითხვაზე იმყოფება ანზორ მარგიანი, პაატა ზაქარეიშვილი და მაიზერ გელოვანი. აფხაზეთის ომის ვეტერანები დავით ღვინჯილია და ანზორ მარგიანი კატეგორიულად უარყოფენ იმ ინფორმაციას, რაც გიორგი ბარამიძემ გაავრცელა და მათი შეფასებით, ამ განცხადებაში დანაშაულის ნიშნებს ხედავენ, რის გამოც დაწყებულ გამოძიებას მიესალმებიან.

მსგავსი