გიორგი ბარამიძის დაკავება – გიგა ბოკერიას განცხადება
„ფედერალისტების“ ერთ-ერთი ლიდერი, გიგა ბოკერია გიორგი ბარამიძის დაკავებას სოციალურ ქსელში ეხმაურება. ბოკერია, ერთი მხრივ, აცხადებს, რომ ბარამიძემ უპასუხისმგებლო კომენტარი გააკეთა, რის გამოც ის მკაცრ პოლიტიკურ შეფასებას იმსახურებდა, მეორეს მხრივ კი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის სისხლისსამართლებრივ დევნას მწვავედ აკრიტიკებს.
„ფედერალისტების“ ლიდერის შეფასებით, თავდაცვის ყოფილი მინისტრის დაკავება, მორიგი ცინიკური რეპრესიის უტიფარი მაგალითია, რომელიც ბიძინა ივანიშვილის ძალაუფლების შენარჩუნების მიზნით, მისივე პოლიტიკური ოპონენტების დევნასა და საზოგადოების დეზორიენტირების ამოცანას ემსახურება.