გიორგი ბარამიძის დაკავება – „კოალიცია ცვლილებებისთვის“ განცხადება

12:08, 12.09.2026

„კოალიცია ცვლილებებისთვის“ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის დაკავებას განცხადებით ეხმაურება. პარტიაში ბარამიძესა და მის ოჯახს მხარდაჭერას უცხადებენ და მიიჩნევენ, რომ ოპოზიციონერი პოლიტიკოსი უკანონოდ და ყალბი ბრალდებით დააკავეს. „სამშობლოს ღალატის ყალბი ბრალდებით გიორგი ბარამიძის დაკავება იმ რეჟიმის მიერ, რომელიც წლების განმავლობაში 2008 წლის ომის დაწყებას საკუთარ სამშობლოს აბრალებს, რომელიც საქართველოს ეროვნულ გმირს, გიორგი ანწუხელიძეს „პიარს შეწირულს“ უწოდებს, რომლის უმაღლეს პოლიტიკურ თანამდებობებს რუსეთის დადასტურებული ჯაშუშები იკავებენ, რომელმაც შექმნა სამშობლოს ღალატის ე.წ. საპარლამენტო კომისია – არის კლასიკური რუსული ცინიზმი და საკუთარი მოღალატეობრივი პოლიტიკის მიჩქმალვის მცდელობა. ურთიერთდაპირისპირებებით, ერთმანეთის მიმართ უნდობლობით, კლანებს შორის კრიმინალური გარჩევებით – დასუსტებული ივანიშვილის რეჟიმი ძალის დემონსტრირებას ცდილობს. ვიბრძოლებთ მანამ, ვიდრე უკანასკნელი პოლიტიკური ტყვე არ დატოვებს საპყრობილეს,“ – ნათქვამია განცხადებაში.

მსგავსი