გიორგი ბარამიძის დაკავება – იაგო ხვიჩიას გამოხმაურება
„თავისუფალი ხალხის პარტიის“ ლიდერი, იაგო ხვიჩია ბარამიძის დაკავებას ერთ-ერთ ტელეკომპანიასთან ინტერვიუს დროს გამოეხმაურა.
„ვერცერთი პროკურორი ვერ ამიხსნის, რაც ბარამიძემ ჩემს გადაცემაში თქვა, იმას რა კავშირი აქვს სამშობლოს ღალატთან?! მინდა, ბარამიძის საქმის პროკურორი გამოვიდეს და თქვას, რას ედავება, მინდა, საჯაროდ გაირჩეს ყველაფერი! მთელი თქვენი პროპაგანდა სამართლიანობის აღდგენაზე იყო, რას არ აბრალებდით ბარამიძეს და ბოლოს ჩემი გადაცემის გამო დაიჭირეს? – აცხადებს ხვიჩია.