გიორგი ბარამიძის დაკავება – აღკვეთის ღონისძიება

12:03, 12.09.2026

გიორგი ბარამიძის აღკვეთის ღონისძიებაზე სასამართლო, სავარაუდოდ, დღეს იმსჯელებს. პროკურატურამ ბარამიძისთვის აღკვეთის ღონისძიების მოთხოვნით თბილისის საქალაქო სასამართლოს უკვე მიმართა. „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი გუშინ ბრალის წარდგენის შემდეგ, დიღმის წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პროკურატურამ ბარამიძე სამშობლოს ღალატის, კერძოდ, საბოტაჟის ბრალდებით, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, გუშინ საკუთარ საცხოვრებელ ბინაში დააკავა. ბრალდება ოთხ წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს. როგორც პროკურატურის განცხადებაშია ნათქვამი, მიმდინარე წლის ივლისში, იაგო ხვიჩიას საავტორო გადაცემაში – „საქართველოს დაბადება“ გიორგი ბარამიძემ განაცხადა, რომ 1992-1993 წლების აფხაზეთის შეიარაღებული კონფლიქტის საწყის ეტაპზე, ქართული შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებს ტყვეები არ აჰყავდათ და მათ ადგილზე ხვრეტდნენ, რითაც საქართველოს შეიარაღებულ ძალებს ბრალი დასდო საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ნორმების დარღვევასა და ომის მძიმე დანაშაულების ჩადენაში.

მსგავსი