გიორგი ბარამიძეს პატიმრობა შეეფარდა
„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთ ლიდერს, გიორგი ბარამიძეს სასამართლომ, აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეუფარდა. პროკურატურის შუამდგომლობის გაზიარების გადაწყვეტილება მოსამართლე ეკა ბარბაქაძემ მიიღო. ბარამიძე სამშობლოს ღალატის, კერძოდ საბოტაჟის ბრალდებით გუშინ დააკავეს. საქმე ეხება იაგო ხვიჩიას გადაცემაში აფხაზეთის ომზე გაკეთებულ განცხადებას.
თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა თქვა, რომ აფხაზეთის კონფლიქტის საწყის ეტაპზე, ქართული შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებს ტყვეები არ აჰყავდათ და მათ ადგილზე ხვრეტდნენ. ბრალდება 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.