გიორგი ბარამიძეს პატიმრობა შეეფარდა

21:03, 12.09.2026

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთ ლიდერს, გია ბარამიძეს სამშობლოს ღალატის, კერძოდ კი საბოტაჟის ბრალდების დამტკიცების შემთხვევაში, 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება, დღეს კი თბილისის საქალაქო სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და შინაგან საქმეთა და თავდაცვის ყოფილ მინისტრს, აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეუფარდა. დაცვის მხარე პოლიტიკურ დევნასა და მტკიცებულებების არარსებობაზე საუბრობს.

სიცრუე, საბოტაჟი, მიზანმიმართული პროვოკაცია თუ შეცდომა – იაგო ხვიჩიას გადაცემაში გაკეთებული განცხადების შესახებ ბოლო ერთ თვეში ბევრი პოლიტიკური შეფასება მოვისმინეთ, გუშინ კი გენერალურ პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე ითქვა, რომ „გიორგი ბარამიძის მიერ გავრცელებული ინფორმაცია უსაფუძვლო და გამოგონილია და ემსახურება საქართველოს სახელმწიფოებრივი და ეროვნული ინტერესების, საგარეო უსაფრთხოების, თავდაცვისუნარიანობისა და სახელმწიფო ინსტიტუტების დაზიანებას. სამართლებრივ შეფასებამდე იყო პოლიტიკური მსჯელობები, რომლის ფარგლებშიც ბარამიძეს განცხადება არც ოპოზიციაში მოუწონეს.

ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსანმა აფხაზეთის ომის დროს ტყვეების დახვრეტასთან დაკავშირებით ნათქვამი მოგვიანებით ნაწილობრივ უარყო და თქვა, რომ ვითარების ზუსტად აღწერისთვის, სჯობდა, სხვა სიტყვები გამოეყენებინა.

გენერალურმა პროკურატურამ გამოძიება 7 აგვისტოს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ხელმძღვანელის მიმართვის საფუძველზე დაიწყო.

მსგავსი