გიორგი ბაჩიაშვილის სასამართლო პროცესი

15:22, 12.02.2025

გიორგი ბაჩიაშვილის საქმეზე მორიგი სასამართლო 17 თებერვალს ჩაინიშნა. პროცესზე დილიდან ბრალდების მხარის მტკიცებულებები გამოიკვლიეს. საუბარია წერილობით მასალაზე. სხდომას ესწრებოდა ბრალდებული გიორგი ბაჩიაშვილიც.

შეგახსენებთ, მას გამოძიება თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის, „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი კრიპტოვალუტის მითვისებას ედავება. საუბარია 43 მილიონამდე დოლარზე. გიორგი ბაჩიაშვილი წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს. აღნიშნული ქმედება 9-დან 12-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მსგავსი