გიორგი ბაჩიაშვილის სასამართლო პროცესი

გიორგი ბაჩიაშვილის ბრალდების საქმეზე ბიძინა ივანიშვილი დაიკითხა – მან ჩვენება დისტანციურად მისცა. პროცესი დახურულ რეჟიმში წარიმართა. ეს შუამდგომლობა დააყენა პროკურატურამ და მოსამართლემ დააკმაყოფილა. სხდომის შემდეგ ადვოკატმა განაცხადა, რომ დადასტურდა, რომ ივანიშვილი არის დაზარალებული. თავად ბაჩიაშვილის თქმით კი ივანიშვილმა კითხვებს თავი აარიდა. წარდგენილი ბრალდება 2017 წელს განხორციელებულ ქმედებას ეხება.

გიორგი ბაჩიაშვილი წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს. აღნიშნული ქმედება ცხრიდან 12-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.