გიორგი ბაჩიაშვილის სასამართლო პროცესი

15:25, 31.01.2025

გიორგი ბაჩიაშვილის საქმის განხილვა გრძელდება – დახურული პროცესი ცოტა ხნის წინ გაიხსნა. სხდომაზე მოწმეებს უსმენენ. იკითხება „ქართუ ბანკის“ თანამშრომელი. მანამდე კი თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის ადვოკატმა ბრალდებულისთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების ნაწილობრივ შეცვლა მოითხოვა, თუმცა მოსამართლემ ის არ დააკმაყოფილა და განმარტა, რომ აღკვეთის ღონისძიება კონკრეტულ მიზნებსა და საფუძველს ემყარება. მისივე თქმით, მოსალოდნელი მკაცრი სასჯელის შიშით, ბრალდებული, შესაძლოა, მიიმალოს და თავი აარიდოს სასამართლოში გამოცხადებას.

 

მსგავსი