გიორგი ბაჩიაშვილის საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ცნობილია – მოსამართლეთა კოლეგიამ განაჩენი რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.
შეგახსენებთ, რომ პროკურატურა თანაინვესტირების ფონდის ყოფილ ხელმძღვანელს, ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი თანხის მითვისებას ედავებოდა. გამოძიების თქმით, ბაჩიაშვილმა 2015 წლის ზაფხულში მის მიერ პირადად მობილიზებული და ინვესტორის, ამ შემთხვევაში, ბიძინა ივანიშვილის მიერ გადაცემული თანხებით კრიპტოვალუტა – ბიტკოინის გამომუშავება/მაინინგში ინვესტიცია განახორციელა, ინვესტორს კი კუთვნილი თანხა არ გადასცა. გიორგი ბაჩიაშვილს 11 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი.
მაკა ლაშხია დეტალებით.