გიორგი ბაჩიაშვილის სასამართლო
გიორგი ბაჩიაშვილის საქმის განხილვა მიმდინარეობს სააპელაციო სასამართლოში. საჩივრდება საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, მას 11 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი. საქმეზე სამი მოსამართლისგან შემდგარი კოლეგია მსჯელობს. ბაჩიაშვილმა პროცესზე ციხეში მის მიმართ განხორციელებულ ძალადობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ დაზიანებები საკანში სპეციალურად შეგზავნილმა პირმა მიაყენა. მისივე მტკიცებით, ამის შემდეგ მას ადვოკატთან კომუნიკაციის უფლებაც არ მისცეს. მსჯავრდებული ბაჩიაშვილი საქმეზე საგამოძიებო უწყებას რეაგირებისკენ მოუწოდებს.
შეგახსენებთ, პროკურატურა თანაინვესტირების ფონდის ყოფილ ხელმძღვანელს, ბიძინა ივანიშვილის ფულის მითვისებას ედავებოდა, საუბარია 39 მილიონ დოლარზე.