გიორგი ბაჩიაშვილის სასამართლო

გიორგი ბაჩიაშვილის ბრალდების საქმის განხილვა დილიდან დაცვის მხარის მტკიცებულებებით გაგრძელდა. დაიკითხა ლატვიის მოქალაქე, ბიზნესმენი მარად კიჩიკოვი. მან განაცხადა, რომ ბაჩიაშვილს 2015 წლის ზაფხულში, თანხა სესხის სახით 500 ათასი დოლარი მისცა.

დღესვე ცნობილი გახდა, რომ დაცვის მხარემ გერმანიიდან იმ აუდიოჩანაწერზე მიიღო ექსპერტიზის პასუხი, რომელზეც სამხარაულის ექსპერტიზის ბიურომ თქვა, რომ ჩანაწერი არაავთენტურია და მონტაჟის კვალი აღენიშნება. ბაჩიაშვილის თქმით, ესაა მას და ბიძინა ივანიშვილს შორის დიალოგი. სასამართლომ დაცვის მხარის აღნიშნული მტკიცებულება დასაშვებად ცნო. სხდომას ესწრება ბრალდებული გიორგი ბაჩიაშვილიც. საუბარია 43 მილიონ დოლარამდე კრიპტოვალუტის მითვისებაზე. აღნიშნული ქმედება 9-დან 12-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.