გიორგი ბაჩიაშვილის სასამართლო

გიორგი ბაჩიაშვილის საქმის განხილვა გრძელდება. თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის ადვოკატმა ბრალდებულისთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების ნაწილობრივ შეცვლა მოითხოვა, თუმცა მოსამართლემ ის არ დააკმაყოფილა და განმარტა, რომ აღკვეთის ღონისძიება კონკრეტულ მიზნებსა და საფუძველს ემყარება. მისივე თქმით, მოსალოდნელი მკაცრი სასჯელის შიშით, ბრალდებული, შესაძლოა, მიიმალოს და თავი აარიდოს სასამართლოში გამოცხადებას.

დღევანდელი სხდომა პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე ნაწილობრივ ისევ დახურულ ფორმატში გრძელდება.