გიორგი ბაჩიაშვილის სასამართლო

გიორგი ბაჩიაშვილის საქმე და მორიგი სასამართლო პროცესი, სხდომა ნახევრად დახურულ რეჟიმში უკვე ორ საათზე მეტია, მიმდინარეობს. იკითხებიან ბრალდების მხარის მოწმეები. შეკითხვებს „ქართუ ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს ამჟამინდელი თავმჯდომარე, ნატო ხაინდრავა პასუხობს, რომელიც 2015 წელს „ქართუ ბანკის“ ყოფილი გენერალური დირექტორი იყო.

სასამართლოში ჩვენებას მისცემს ასევე ხაინდრავას იმჟამინდელი მოადგილე, დავით გალუაშვილი. თანაინვესტირების ფონდის ყოფილ ხელმძღვანელს გამოძიება დიდი ოდენობით კრიპტოვალუტის მართლსაწინააღმდეგო მითვისებასა და უკანონო შემოსავლების ლეგალიზებას ედავება. სხდომას ესწრებოდა თავად ბრალდებულიც.

მაკა ლაშხია დეტალებით.