გიორგი ასანიძის სახელობის ტურნირი

ასანიძის სახელობის ტურნირი საჩხერეში – საჩხერეში, ლაშა ტალახაძის სახელობის დარბაზში ძალოსნობაში ოლიმპიური ჩემპიონის, გიორგი ასანიძის სახელობის ტურნირი გაიმართა – ტურნირში საქართველოს ყველა რეგიონის 70-მდე 17-წლამდელი სპორტსმენი მონაწილეობდა, მათ შორის – გოგონებიც.

ორგანიზატორები იყვნენ საჩხერეს მუნიციპალიტეტის მერიის ტურიზმის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილება და ლაშა ტალახაძის სახელობის სპორტის ხელშეწყობისა და სპორტსმენთა თანადგომის ფონდი „ჩემპიონი“.

ძალოსნობის ფედერაციის პრეზიდენტის, კახა კახიაშვილის განცხადებით, მათი მიზანია, რომ ტურნირი საერთაშორისო გახდეს.