გიგი უგულავა სასამართლომ დამნაშავედ ცნო

თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა სასამართლომ დამნაშავედ ცნო. უგულავას ბრალად ედებოდა თბილისის განვითარების ფონდიდან 48 მილიონი ლარის მითვისება-გაფლანგვა, თუმცა, ბრალდებულს ბრალი გადაუკვალიფიცირდა და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში ცნეს დამნაშავედ. უგულავას ერთი წელი და სამი თვე მიესაჯა, თუმცა, მისმა სხვა საქმის სასჯელმა ეს განაჩენი შთანთქა. საქმეში გიგი უგულავას გარდა 5 ბრალდებული იყო. მათაც ბრალი გადაუკვალიფიცირდათ და მათი სასჯელიც სხვა საქმის სასჯელმა შთანთქა.