თბილისის საქალაქო სასამართლოში გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებული ორი არასრულწლოვნის საქმეზე სასჯელის განსაზღვრის სხდომა იმართება. წინა პროცესზე მოსამართლემ ორივე მათგანი დამნაშავედ ცნო, დღეს კი სასჯელს განსაზღვრავს.
დემეტრე ჩიქოვანს ბრალად ედება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მომზადება, ანა ნასყიდაშვილს – განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობა.