გარდაცვლილი მასწავლებლის, გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებული სამი არასრულწლოვანი სასამართლომ დამნაშავედ ცნო – საუბარია ალექსანდრე გაბაშვილზე, გიორგი რიკაძეზე და დემეტრე ჩიქოვანზე. სასჯელის ზომა 8 აპრილს გამოცხადდება. ისინი წარდგენილ სამივე მუხლში დამნაშავედ არიან ცნობილი. მათ გამოძიება ედავებოდა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებაში მონაწილეობას ჯგუფურად, რასაც გარდაცვალება მოჰყვა, ასევე, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და მონაწილეობას.