ღარიბაშვილის სასამართლო პროცესი
კორუფციულ დანაშაულში ბრალდებულ ირაკლი ღარიბაშვილის საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა. დღევანდელ პროცესზე მტკიცებულებათა დასაშვებობაზეც იმსჯელეს. დაცვის მხარის შუამდგომლობა პროკურორის აცილებაზე და პროკურატურის მოთხოვნა სხდომების დახურულ ფორმატში გაგრძელებასთან დაკავშირებით მოსამართლემ არ დააკმაყოფილა. პროცესს ყოფილი პრემიერი არ დასწრებია, თუმცა, ადვოკატები არ გამორიცხავენ, რომ მან მოსაზრება შეცვალოს და მომდევნო სხდომებზე მივიდეს.
ხატია ჯამალაშვილი დეტალებით.