ღარიბაშვილის გამოკითხვა - უკანონო შემოსავლების ლეგალიზების საქმე 

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ სააგენტოში ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის გამოკითხვა მეორე დღეა, ქართულ პოლიტიკურ სპექტრში შეფასებების თემაა. ანტიკორუფციული სააგენტოს დირექტორის, ემზარ გაგნიძის განცხადებით, ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა სრულად ითანამშრომლა გამოძიებასთან და აღიარა წლების განმავლობაში უკანონო შემოსავლების მიღების ფაქტი. აღნიშნულ საკითხზე კომენტარი ირაკლი ღარიბაშვილის ადვოკატმა, ლილი გელაშვილმა გააკეთა და კონკრეტულ დეტალებზე ისაუბრა.

თემის დეტალებით ანა ბროლაძე გვიერთდება – როგორია ადვოკატის კომენტარი და რა შეფასებები კეთდება პოლიტიკურ სპექტრში?