ღარიბაშვილის ბრალდებები – გამოკითხვის პროცესი გრძელდება 

21:12, 04.09.2026

რას გულისხმობდა ირაკლი ღარიბაშვილი ბოლო წერილში დასმულ კითხვებში – მოქმედი პრემიერის, ირაკლი კობახიძისა და პოლიტიკიდან წასული მამუკა მდინარაძის წინააღმდეგ ექსპრემიერის მიერ გაკეთებული განცხადების შემდეგ, გამოკითხვები მიმდინარეობს. საგამოძიებო უწყებაში და სასამართლოში იკითხებიან ოპოზიციონერი პოლიტიკოსები, რომლებმაც ღარიბაშვილის რეზონანსული განცხადების შემდეგ კონკრეტულ საქმეებზე გამოძიების დაწყება მოითხოვეს. დღეს მათ პასუხის გაცემა უწევთ შეკითხვაზე, რა ინფორმაციას ფლობენ უფლებადამცველ ლაზარე ჯორბენაძეზე, რომელმაც, პროკურატურის ოფიციალური ვერსიით, სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. სწორედ მისი და სხვა თვითმკვლელობების საქმეებზე ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ეჭვები გამოთქვა და ირიბად ხელისუფლების პასუხისმგებლობაზე მიუთითა. დღეს გამოკითხული ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ღარიბაშვილს მეტი კონკრეტისკენ მოუწოდებენ და ღარიბაშვილის მიერ ნახსენები მაღალჩინოსნების დაკითხვას ითხოვენ.

მმართველი გუნდის ლიდერები, რომლებიც მანამდე ორგზის პრემიერის მიმართ თავშეკავებულ შეფასებებს აკეთებდნენ, ამჯერად ყოფილ თანაგუნდელს მწვავედ აკრიტიკებენ.

მსგავსი