გერმანიის ელჩის კომენტარი

 საქართველოს სურს ევროკავშირში გაწევრიანება, მაგრამ, ამავდროულად, მკაცრად აკრიტიკებს ევროკავშირს, ავრცელებს ცრუ ინფორმაციას ევროკავშირის შესახებ, – ამის შესახებ საქართველოში გერმანიის ელჩმა, პეტერ ფიშერმა ბათუმის საქალაქო სასამართლოში განაცხადა, სადაც მზია ამაღლობელის პროცესს ესწრება. მისი თქმით, თუ საქართველოს სურს, შეუერთდეს ისეთ ორგანიზაციას, როგორიცაა ევროკავშირი, არ არის კარგი იდეა, მასზე ცუდად ილაპარაკოს.