გერმანიის ბუნდესტაგმა მხარი დაუჭირა მრავალმილიარდიან ფინანსურ პაკეტს

12:09, 19.03.2025

გერმანიის ბუნდესტაგმა მხარი დაუჭირა მრავალმილიარდიან ფინანსურ პაკეტს, რომელიც თავდაცვისა და ინფრასტრუქტურის ხარჯების გაზრდას ითვალისწინებს. გეგმა თავდაცვისა და უსაფრთხოების ხარჯებისთვის სახელმწიფო სესხზე კონსტიტუციით გათვალისწინებულ შეზღუდვებს შეამსუბუქებს, რაც ხელისუფლებას ამ მიმართულებით ხარჯების გაზრდის საშუალებას მისცემს.

კანონპროექტით გათვალისწინებულია 500 მილიარდი ევროს ოდენობის ინფრასტრუქტურული ფონდის შექმნა. ვინაიდან საკანონმდებლო ინიციატივა გერმანიის კონსტიტუციაში ცვლილების შეტანას ითვალისწინებს, ფინანსური პაკეტის დასამტკიცებლად საჭირო იყო ხმების, სულ მცირე, ორი მესამედი. ინიციატივას 513-მა დეპუტატმა მისცა ხმა, 207 კი წინააღმდეგი იყო. ახლა საჭიროა, რომ ფინანსური პაკეტი გერმანიის პარლამენტის ზედა პალატამ დაამტკიცოს. გერმანიის კანცლერობის პრეტენდენტის, ფრიდრიხ მერცის თქმით, მიღებული გადაწყვეტილება არის დიდი ნაბიჯი ევროპის ახალი თავდაცვითი საზოგადოების შექმნისკენ.

მსგავსი