გენეტიკური ექსპერტიზა და დამატებითი კვლევა, რომელმაც 19 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეში ყველაზე მთავარ კითხვას უნდა უპასუხოს. გიორგი შაქარაშვილის ოჯახი Toyota Camry -ში მჯდომი პირებისთვის ბრალის დამძიმებას ითხოვს, რასაც ბრალდებულთა ადვოკატები არ ეთანხმებიან

რა შეკითხვებს გასცემს პასუხს გიორგი შაქარაშვილის ჩანთაზე ჩატარებული დნმ-ის კვლევა. დამატებითი ექსპერტიზის შემდეგ, დამანაშავე პირთა წრე, შესაძლოა, გაფართოვდეს. როგორ აღმოჩნდა ნაცემი გიორგი შაქარაშვილი მდინარეში და ვინ გაიმეტა ის სასიკვდილოდ – ამის დასადგენად დამატებითი საგამოძიებო მოქმედებები იწყება, რისთვისაც სამართალდამცავებს ორკვირიანი ვადა აქვთ.

19 წლის ფეხბურთელის ოჯახის მოთხოვნა კი ცხედარზე ჩატარებული ექსპერტიზის შემდეგ უცვლელია. ისინი „ტოიოტა ქამრიში“ მყოფი საქმის ფიგურანტი ექვსივე პირისთვის ბრალის დამძიმებას განზრახ მკვლელობის მუხლით ითხოვენ.