გენერალური პროკურორის ანგარიში
პარლამენტში გენერალურ პროკურორს უსმენენ. გიორგი გვარაკიძე ამ წუთებში დეპუტატების შეკითხვებს პასუხობს. მანამდე კი მან საკანონმდებლო ორგანოს გასული წლის საქმიანობის ანგარიში წარუდგინა. დეტალურად ისაუბრა სისხლის სამართლის პოლიტიკაზე და დანაშაულის ამსახველი სტატისტიკა წარადგინა. მისი თქმით, გასულ წელს 25 086 პირის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო. 20 092 პირის მიმართ გამოტანილი განაჩენიდან 86,5 პროცენტის შემთხვევაში საპროცესო შეთანხმება გაფორმდა.
გვარაკიძის ინფორმაციით, მაღალია ბოლო ხუთი წლის განმავლობაში საპროცესო შეთანხმების გაფორმების ფაქტები. გენერალური პროკურორის განცხადებით, დანაშაულის მიმართულებით ყველაზე მეტად – ნარკოტიკების, ოჯახური ძალადობის, მუქარისა და ქურდობის მიმართულებით ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებები იკვეთება.