გენერალური პროკურორი პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციის გენერალურ მდივანს შეხვდა
გენერალური პროკურორი პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციის გენერალურ მდივანს შეხვდა. მხარეებმა არსებული ხანგრძლივი ურთიერთობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს, სამომავლო თანამშრომლობის კონკრეტულ მიმართულებებზე იმსჯელეს და სამომავლოდ ნაყოფიერი თანამშრომლობის გაგრძელების მზაობა გამოთქვეს.
პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციის (IAP) გენერალური მდივანი როელ დონა, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, თბილისის პროკურატურას ესტუმრა. პროკურორთა საერთაშორისო ასოციაცია (IAP) მსოფლიოს 180 ქვეყნის 183-ზე მეტი უწყებას, ასევე ინდივიდუალურ წევრ პროკურორებს აერთიანებს. საქართველოს პროკურატურა საერთაშორისო ასოციაციის ორგანიზაციული წევრი 2011 წლიდანაა, თუმცა, ასოციაციასთან მჭიდროდ 2014 წლიდან თანამშრომლობს.