გეკა გელაძის შეხვედრა აზერბაიჯანელ კოლეგასთან
ჩინეთში ვიზიტის ფარგლებში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი აზერბაიჯანელ კოლეგას შეხვდა. განიხილეს საერთაშორისო უსაფრთხოების წინაშე მდგარი თანამედროვე გამოწვევები და მზარდი გლობალური საფრთხეების ფონზე, რეგიონში არსებული ვითარება.
დისკუსიისას, ხაზი გაესვა არსებულ სტრატეგიულ პარტნიორობას. მხარეებმა შესაბამის უწყებებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მზაობა კიდევ ერთხელ გამოხატეს. გეკა გელაძე ჩინეთში მიმდინარე გლობალური საზოგადოებრივი უსაფრთხოების თანამშრომლობის ფორუმში მონაწილეობს.