არაბული ქვეყნებისა და ისრაელის მიმართულებით თბილისიდან და ბათუმიდან 16 რეისი გაუქმდა. „ტავ ჯორჯიას“ ინფორმაციით, თბილისიდან ფრენა ვერ შესრულდა თელ-ავივის, შარჟას, დუბაის, აბუდაბის, დოჰასა და ქუვეითის მიმართულებით. ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში კი გაუქმებულია ოთხი რეისი თელ-ავივის მიმართულებით. რეისების აღდგენის დრო ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენებზეა დამოკიდებული.